რუსთავში,იაღლუჯას მთაზე 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტურისტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

img

ბიზნესმენი თემურ თაბაგარი იაღლუჯას მთაზე 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსი მოიცავს 200 ნომრიან სასტუმროს, 8 კოტეჯს, ეკლესიას, სამედიცინო მომსახურების ობიექტებს და აკვაპარკს. თაბაგარი აცხადებს, რომ ინვესტორმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 70 000 კვ მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი 525 000 ლარად 2015 წელს უკვე შეიძინა.

გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ინვესტორმა 30 მლნ დოლარის ინვესტიცია 2 წელში უნდა განახორციელოს, თუმცა, როგორც თაბაგარი ამბობს, კომპლექსი მასშტაბურია და შესაბამისად, დიდ თანხებსაც საჭიროებს.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოხდება იაღლუჯას მთაზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ამის შემდეგ კი მშენებლობის ნებართვას მიიღებს.

„პროექტი უცხოური კაპიტალით, კერძოდ, კი გერმანურლი „დოიჩე ბანკის" სესხით განხორციელდება. 10 წლიანი და 1 პროცენტიანი სესხი ავიღე ამისთვის. 10 წლიწადში პროექტი კომერციულად საკმაოდ მომგებიანი იქნება და სესხის გასტუმრებსაც თავისუფლად შეძლებს"-აცხადებს თაბაგარი.

ქართველი ბიზნესმენი იაღლუჯას მთაზე ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობსაც გეგმავს, რომელზეც 120 მილიონ დოლარს დახარჯავს. მისი თქმით, ფინანსები ევროპული იქნება.