გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პარტია, დავასრულოთ

img

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის არცერთმა კანდიდატმა არ უნდა გაიმარჯვოს.

კალაძე მოქალაქეებს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არ დაუჯერონ "ნაციონალური მოძრაობის" სიცრუეს. 30 ოქტომბერს მივიდეთ ყველა არჩევნებზე. არცერთი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი ვერ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში",-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ტურის შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანალიზა თუ რა მდგომარეობა იყო, რადგან მათ თითქმის ყველგან წააგეს და ახლა მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველია.

 ჩვენ გაქვს ახლა რეალური შანსი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური პარტია დავასრულოთ. მიმდინარეობს მიზანიმართული კამპანია, რომ თითქოს ის, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი უფრო მეტი შევა პარლამენტში და ჩვენ შეიძლება მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის საფრთხე. ეს არის აბსოლუტური სიცრუე, დემაგოგია. ეს ყველაფერი ხდება მიზანიმართულად. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არ დაუჯერონ "ნაციონალური მოძრაობის" სიცრუეს. 30 ოქტომბერს მივიდეთ ყველა არჩევნებზე. არცერთი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი ვერ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში",-განაცხადა კალაძემ.