ევროპის ჩემპიონის წერილი მამის მხარდასაჭერად

img

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი, მოკრივე ნიკოლოზ ბეგაძე სოციალურ ქსელში მამის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს.

„დღეს პირველად მინდა გამოვიყენო , ჩემი ტიტული დამოგმართოთ როგორც ევროპის ჩემპიონმა მოკრივემ. ადამიანი რომელიც სურათზეა გამოსახული არის მამაჩემი , გიორგი ბეგაძე. პიროვნება, რომელიც იბრძვისუკეთესი მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის.

მე არ დავიწყებ მის გამოცდილებაზე და თვისებებზე ლაპარაკს, უბრალოდ როგორც მისი შუათანა ვაჟი გეტყვით რომ, ის არის საუკეთესო და მისაბაძი მამა, მისი სამივე შვილისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში (P.Sდარწმუნებული ვარ ასეც იქნება) ის შეასრულებს ყველა იმ დაპირებას, რომელიც დაპირდა რუსთაველებს. არამხოლოდ იმიტომ რომ, მას დეპუტატობა ამას დაავალდებულებს ,არამედ იმიტომ რომ ის არის კაცი,რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს.

მე როგორც სპორტსმენი, დარმწუნებული ვარ რომ ,შემდეგი 4 წელი უფრო უკეთეს გარემოში ივარჯიშებენ რუსთაველი სპორტსმენები, მე როგორც რუსთაველი ახალგაზრდა დარწმუნებული ვარ რომ შემდეგი 4 წელი და მერეც რუსთაველ ახალგაზრდებს ექნებათ უკეთესი გარემო და რათქმა უნდა შესაძლებლობა სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად.

მე როგორც უბრალოდ მოქალაქე, დარმწუნებული ვარ რომ გიორგი ბეგაძე გააკეთებს ყველაფერს ,ყველარუსთაველისთვის. მოგიწოდებთ მხარი დავუჭიროთ გიორგი ბეგაძეს , 30 ოქტომბერს წავიდეთ არჩევნებზე ,შემოვხაზოთ ნომერი 41 ეს იქნება თქვენი შეტანილი წვლილი რუსთავის განვითარებასა და კეთილდღეობაში“,- წერს ნიკოლოზ ბეგაძე.