აჭარის მთავრობა რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს

img

აჭარის მთავრობა რეგიონში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ინვესტორის მხრიდან დაინტერესება უკვე არის, თუმცა კონკრეტულად რა კუთხით ბოლქვაძე ჯერ-ჯერობით არ ასახელებს. მისი თქმით, აჭარას ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

"ეს არის ტურიზმის მივიწყებული ქვესექტორი და ჩვენს რეგიონს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს, რეგიონი დატვირთული იყო ბალნეოლოგიური კურორტებით. საუბარია ქობულეთას და ბათუმზე. გვსურს რომ ეს მიმართულება განვითარდეს“, - ამბობს ბოლქვაძე.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხები რეგიონში ახალი ტურისტული ლოკაციების მოკვლევისთვის, როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე.