სამხრეთ აღმოსავლეთ ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა, რის შედეგად ასეულობით ადამიანი დაკარგულია

  • 2018-07-24
  • 175 ნახვა
img

სამხრეთ აღმოსავლეთ ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა, რის შედეგად ასეულობით ადამიანი დაკარგულია , ასევე უცნობია დაღუპულთა რიცხვი. ინფორმაციას BBCადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაშხალი ორშაბათს გვიან ღამით ჩამოინგრა და 6 სოფელი დატბორა. 6 600 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.კაშხლის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ჩამონგრევას უხვი ნალექი უძღვოდა წინ.

BBC-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე წელია ლაოსში ჰესების და კაშხლების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს და კიდევ არაერთი ასეთი მშენებლობაა დაგეგმილი. კაშხლის მშენებლობა ლაოსში 2013 წელს დაიწყო და ექსპლოატაციაში წელს შევიდა. წყარო :https://www.bbc.com/news/world-asia-44935495?SThisFB

მსგავსი სიახლეები