სოციოლოგიური კვლევით, გერმანელების უმეტესობა ანგელა მერკელის გადადგომის მომხრეა

  • 2018-09-21
  • 77 ნახვა
img

გერმანელების უმეტესობა ანგელა მერკელის გადადგომის მომხრეა. ასეთი შედეგები აჩვენა სოციოლოგიის ინსტიტუტ Insa-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 47 პროცენტი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის ყოველი მეორე მოქალაქე გერმანიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. მათგან კი, გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ ანგელა მერკელის არჩევის მომხრე მხოლოდ 24 პროცენტია.

კიდევ ერთი სოციოლოგიის ინსტიტუტის, Infratest Dimap-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ გერმანიის მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ენდობა მმართველ კოალიციას, რომლის შემადგენლობაშიც ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით არსებული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ასევე ქრისტიან-სოციალური კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტია არიან.

ანგელა მერკელისა და მმართველი კოალიციის რეიტინგის დაცემას ექსპერტები ბოლო პერიოდში მიგრაციული პოლიტიკის გამო მმართველ ძალებში არსებულ განხეთქილებას უკავშირებენ.

წყარო: პირველი არხი

მსგავსი სიახლეები