თელავის მერიამ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა

  • 2018-12-14
  • 38 ნახვა
img

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადასტურებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვლად, მათ მერიამ სხვა ადგილზე შესთავა აქციის გამართვა.

„ოფიციალურად მათ წარმომადგენელს ჩაბარდა პასუხი. დღეს ასევე გაიგზავნა ფოსტით ეს პასუხი. ვინაიდან, ის ტერიტორია, რომელიც მათ ჰქონდათ მოთხოვნილი, ექცევა იმ ტერიტორიაში, სადაც ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, მათ შეუძლიათ გამართონ იქ აქცია“,- აღნიშნა ნარეკლიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია აქციის გამართვას 16 დეკემბერს, თელავში, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავს.

მსგავსი სიახლეები