მანჰეტენის პროკურატურამ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ხარჯების შესწავლა დაიწყო

  • 2018-12-14
  • 34 ნახვა
img

მანჰეტენის პროკურატურამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ხარჯების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ცერემონია რეკორდული 107 მილიონი დოლარი დაჯდა. პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ინაუგურაციის დაფინანსების სანაცვლოდ თეთრი სახლი სპონსორებთან შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზე წავიდა.

საქმე ეხება შესაძლო პოლიტიკურ დათმობებს, პოლიტიკურ ფიგურებზე გავლენის მოპოვებას, ან ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ადმინისტრაციაში წვდომას.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ინაუგურაციის ბიუჯეტის მეოთხედი, 25,8 მილიონი დოლარი გაწეული სამსახურისთვის WIS Media Partners-ს გადაუხადეს.

აღნიშნული კომპანის მფლოლები, სტეფანი უინსტონ უოლკოფი კი ქვეყნის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ახლო მეგობარია. 25,8 მილიონი დოლარიდან თავად უოლკოფსა და მის პარტნიორებს 1,6 მილიონი დოლარი ხვდათ წილად. დანარჩენი კი კონტრაქტორებს გადაეცათ.

ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, საინაუგურაციო კომიტეტმა დეტალური მონაცემები ცერემონიის მხოლოდ ხუთი უმსხვილესი სპონსორის შესახებ გაასაჯაროვა. დანარჩენი 47 მილიონი დოლარის წარმომავლობა კი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი სიახლეები