სს „ნიკორა“ - შპს „ნიკორას“, რომელშიც ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, ჩვენს ჰოლდინგში შემავალ არც ერთ ბრენდთან კავშირი არ აქვს

  • 2019-03-22
  • 28 ნახვა
img

სს „ნიკორა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიას, რომელშიც ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, მათთან კავშირი არ აქვს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინდა. აღნიშნულ ინფორმაციაში ნახსენებია შპს „ნიკორა“, საიდანაც ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი.

„ჩვენს ჰოლდინგში შემავალ არც ერთ ბრენდს კავშირი არ აქვს განცხადებაში მოყვანილ ფაქტთან. სურსათი ეროვნული სააგენტოც ადასტურებს რომ ადგილი აქვს მხოლოდ შპს-ს სახელის დამთხვევას და განსხვავდება ამ ორი შპს-ს საიდენტიფიკაციო კოდი“, -აღნიშნულია სს „ნიკორას“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები