ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის შეცვლას სთხოვს

  • 2019-04-02
  • 39 ნახვა
img

ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის შეცვლას სთხოვს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტერეზა მეის სურს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან 22 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ მოუწიოს. ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ თარიღის გადაწევა ოპოზიციონერ, ჯერემი კორბინთან მოლაპარაკებებისთვის დასჭირდებათ.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივითაც გამოვიდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს გაერთიანების დატოვების გეგმა 12 აპრილამდე უნდა წარუდგინოს. წინააღმდეგ შემთვევაში, ბრექსიტის პროცესი შეთანხმების გარეშე წარიმართება.

თავდაპირველად დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული დავის გამო ბრექსიტი რამდენიმე კვირით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები