ირანში წყალდიდობის გამო მოსახლეობა 70-მდე სოფლიდან არის ევაკუირებული

  • 2019-04-02
  • 14 ნახვა
img

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. წყალდიდობამ ირანის 31 პროვინციიდან პრობლემები 23 პროვინციაში შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსახლეობის ევაკუაცია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე 70-მდე სოფლიდან განხორციელდა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი კოლეგის მიერ დაწესებული სანქციების გამო, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების პრობლემაა.

"ეს უბრალოდ ეკონომიკური ომი კი არ არის, არამედ ეკონომიკური ტერორია", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჯავად ზარიფმა.

მსგავსი სიახლეები