„რუსთავში „ნაციონალები“ და „რესპუბლიკელები“ უკვე ღიად თანამშრომლობენ!“

img

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ რუსთავში „რესპუბლიკელების“ ოფისზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის საარჩევნო პლაკატებია გაკრული. კობაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „რუსთავის „რესპუბლიკური პარტიის“ ნაწილი „ოცნებას“ შეუერთდა, პარტიაში დარჩენილები უკვე ღიად თანამშრომლობენ ენმ-თან“.

-„რუსთავში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკუთარი ოფისი დაუთმო „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ფოტოების შემდეგ სხვა აზრი შეუძლებელია ადამიანს გაუჩნდეს. თუ ვინმე იკითხავს-იქნებ დაუკითხავად გააკრესო?

გამორიცხულია! ისე როგორ უნდა გააკრა ამდენი პლაკატი რუსთავის ოფისის წინ, არავინ დაინახოს და კონკურენტს ხელი არ შეუშალოს! ეს საზოგადოებამ განსაზღვროს.

ვფლობ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც რუსთავის რესპუბლიკური პარტიის ნაწილი ოცნებას შეუერთდა, ეს ორი პარტია უკვე ღიად და მჭიდროდ თანამშრომლობენ!

ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკურ პარტიას ამომრჩეველი შეჰყავს შეცდომაში და რეალურად ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებიან რესურსებით!“-აცხადებს კობაიძე.