საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს

img

საქართველო თანამედროვე სტანდარტების ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოებას იწყებს.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ერთობლივი საწარმოს-სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობაზე "საქართველოს რკინიგზასა" და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

ერთობლივი საწარმო, დაფუძნებულია ჩინური მხრიდან CRRC-ის, ხოლო ქართული მხრიდან -BMI Partners და AS Group 1990 ის მიერ.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება ათასამდე ადამიანი. ღონისძიება გაიმართება რესტორან “ფუნიკულიორის” წვეულებათა დარბაზში.