ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას"

img

პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი გოგავა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას.

"ახლახანს მაცნობეს უკრაინიდან, რომ დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, ცხადია, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ. ამ ბრძანებას პოროშენკო თავად გააცნობს სააკაშვილს ხვალ, როდესაც ის ოდესაში ჩავა!სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტზე ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ივანე პლაჩკოვი შეცვლის. ინფორმაცია არაოფიციალურია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - წერს გოგავა.